რეზონანსი
19.10.2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, „ჯიპ ჩეროკისა" და „ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს და ერთმანეთს შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მედიკოსების შეფასებით, სხვა მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×