რეზონანსი
19.10.2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, 3 საათზე მეტია ექიმთა ჯგუფი იმყოფება. 

კონსილიუმი რუსთავის ციხეში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობს.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, დიმიტრი საძაგიშვილის თქმით, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგი არ იქნება.

"უნდა დაველოდოთ კონსილიუმის გადაწყვეტილებას და თუ სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში ან საავადმყოფოში მოთავსება, ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ იქნება," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×