რეზონანსი
19.10.2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, Faceook-ზე წერს, რომ პარტიული სიმბოლიკით ხმის მიცემის გამო, სასამართლოსგან გაფრთხილება მიიღო. ის აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის, 2000 ლარის გადარიცხვას ,,სოლიდარობის ფონდში“ გეგმავს.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო და მიზნად არ ისახავდა წინასაარჩევნო აგიტაციას, ეს იყო კანონდარღვევა, რაც სასამართლომ დაადასტურა და სიტყვიერი გაფრთხილება მომცა. თუმცა, მართებულად მიმაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით გადავიხადო და ეს თანხა ,,სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო“, - წერს კახა კუჭავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×