რეზონანსი
19.10.2021

ბათუმში, მემედ აბაშიძის 56-ში მდებარე კორპუსიდან, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 40-მდე ოჯახი გაიყვანეს, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის მემედ აბაშიძის ქუჩაზე გამავალი ნაკვეთური ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, კვლევით ნაწილში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით. რაც შეეხება მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 26 მაისის ქუჩაზე გამავალ ნაკვეთურს, მისი ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული ნაკვეთური დღეის მდგომარეობით გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს, თუმცა ორივე ნაკვეთური საჭიროებს როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში მიღებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გადამოწმებას. კვლევით ნაწილში არსებული დეფექტები საჭიროა აღმოიფხვრას“, - აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×