რეზონანსი
14.10.2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილთან შესვლის საშუალება არ ეძლევა.

ნიკოლოზ ყიფშიძემ ციხეში შესვლის მოთხოვნით შესაბამის უწყებებს დღეს კიდევ ერთხელ მიმართა და თქვა, რომ მისი ვიზიტი აუცილებელია, რადგან მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა შიმშილობის გამო, საკმაოდ გართულებულია.

"საკმაოდ რთულია შიმშილობა ამდენი ხნის განმავლობაში. ამას ემატება მისი სისხლის დაავადება და აუცილებელია ჩემი შესვლა და ნახვა. ადამიანურად გთხოვთ, მომეცით 10 წუთით უფლება, რომ ვნახო ბატონი პრეზიდენტი და კიდევ 10 წუთი იმისთვის, რომ ვნახო მისი ანალიზები, დაველაპარაკო ციხის ექიმებს, რომლებიც მეც ძალიან მომწონს. მე, როგორც მოქალაქეს, არ მესმის, რა გავაკეთე ასეთი ცუდი, ან რა უნდა გავაკეთო, რომ შევიდე ჩემ მეგობართან, პაციენტთან, მოვინახულო და გავიგო, რა სიტუაციაშია", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მანვე ითხოვა, რომ იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილებით შექმნილ ექიმთა კონსილიუმს კიდევ ორი ექიმი - მარინა აბაშიძე და ვახტანგ კალოიანი დაემატოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×