რეზონანსი
14.10.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

„საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის პატივი მქონდა. ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა საქართველოში კორონავირუსის მდგომარეობის, ვაქცინაციის ძალისხმევისა და ვაქცინაციის გავლასთან დაკავშირებით ყოყმანის შესახებ. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობებისა და პანდემიის შეთანხმების შესახებ. ჯანმო მზად არის, საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს", - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×