რეზონანსი
14.10.2021

რამდენი ხანია ვიხვეწებით, რომ თუ აქვთ რაღაც არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ამა თუ იმ საქმეს აქვს რაღაც ნაკლოვანება, ამაზე ვისაუბროთ. გასცენ პასუხი თუნდაც გელაშვილის საქმეზე - რატომ არის სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? ამაზე პასუხად ვიღებთ, რომ 500-მა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას. ასეთი არგუმენტებით ოპერირება რელევანტური არაა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

​„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის დაყენება ამ სახით. რამდენი ადამიანიც არ უნდა გამოვიდეს ქუჩაში - ჩვენ გვინდა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული რომელიმე მართლმსაჯულების საქმე? ხვალ რომ ანალოგიური პეტიცია შედგეს რომელიმე სხვა პატიმართან დაკავშირებით, ან გარკვეული რაოდენობის ადამიანები შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე, ამან უნდა გადაწყვიტოს საქმის ბედი? რამდენი ხანია ვიხვეწებით, რომ თუ აქვთ რაღაც არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ამა თუ იმ საქმეს აქვს რაღაც ნაკლოვანება, ამაზე ვისაუბროთ. გასცენ პასუხი თუნდაც გელაშვილის საქმეზე - რატომ არის სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? ამაზე პასუხად ვიღებთ, რომ 500-მა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას. ასეთი არგუმენტებით ოპერირება რელევანტური არაა, უარგუმენტობა ხმაურით ვერ გადაიფარება", - აცხადებს სარჯველაძე.

„ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას დღეს გეგმავს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ უერთდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×