რეზონანსი
14.10.2021

"თავისუფლება მიშას", "არა პოლიტიკურ დევნას" - ამ სლოგანით ამ წუთებში აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მიემერთებიან, სადაც აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

მოქალაქეები, რომლებიც თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოვიდნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, აქცია მშვიდობიანი ხასიათის და მასშტაბური იქნება.

მათი მთავარი მოთხოვნაა ციხიდან გათავისუფლდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილი ამბობს, რომ თბილისში დარჩენას და აქციის გამართვას იქამდე აპირებს, ვიდრე ციხიდან არ გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი.

ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზე უკვე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×