რეზონანსი
14.10.2021

Moderna-ს "ბუსტერული" დოზა ანტისხეულების რაოდენობას ზრდის, თუმცა განსხვავება აცრამდე და მის შემდეგ დიდი არ არის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ Moderna მესამე დოზის გარეშეც საკმაოდ ეფექტურია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გაავრცელა დოკუმენტები, რომლებშიც Moderna-სთან დაკავშირებული კვლევებია მოყვანილი.

მეცნიერების განცხადებით, არსებული მონაცემები მეტყველებს, რომ Moderna-ს ვაქცინა არ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რომელის მესამე დოზად მისი გამოყენების შესაძლებლობა იძლევა.

მასალებში აღნიშნულია, რომ ეს, სავარაუდოდ, უკავშირდება იმას, რომ ვაქცინის პირველი ორი დოზა მაღალ ეფექტურობას ინარჩუნებს.

საბოლოო დასკვნას "ბუსტერებთან" დაკავშირებით აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტი მომავალ კვირას მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×