რეზონანსი
14.10.2021

თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციისთვის რეგიონებიდან უკვე ჩამოვიდა აქციის მონაწილეთა ნაწილი. კერძოდ კი, წალენჯიხიდან. ამ დროისთვის მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით გაემართებიან თავისუფლების მოედანზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ავტომანქანების კოლონა უკვე გზაშია და მოდიან, როგორც სამეგრელოს, ისე აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.

მათი თქმით, აქცია საკმაოდ მასშტაბური იქნება.

„ჩამოვედი იმისთვის, რომ საქართველოში მართლაც გათენდეს. მე წალენჯიხიდან ჩამოვედი", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამასთან, თავისუფლების მოედანზე უკვე დომონტაჟებულია სცენა, საიდანაც აქციის მინაწილეებს ლიდერები სიტყვით მიმართავენ.

აქცია, სლოგანით „თავისუფლება მიშას" 18:00 საათზე დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×