რეზონანსი
14.10.2021

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის დემონტაჟის შემდეგ, ადგილზე ახალი, დაახლოებით იმავე ზომის კორპუსი აშენდება. ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ დანგრეული კორპუსის მობინადრეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მანამდე მერია დაზარალებულებს მათ მიერვე შერჩეული ბინების ქირის გადახდას სთავაზობს. ასევე, დანგრეული კორპუსების ბინადრებს შეუძლიათ, აირჩიონ ბინები მერიის საბინაო ფონდის 61 ბინიდან, რომელიც დღეს მერიამ აჭარის მთავრობას გადასცა. ქალაქის ცენტრიდან შედარებით პერიფერიაში გადასვლის შემთხვევაში, ბინების შეფასების მიხედვით, მფლობელებს გადაეცემათ ზედმეტი ფართი.

ბინები მფლობელებს ჩაბარდებათ გარემონტებულ მდგომარეობაში, ასევე გადაეცემათ ფულადი კომპენსაციაც.

„შემოთავაზება არის ძალიან კარგი. მთავარია, სისრულეში მოყვანა", - ამბობს სახლის ერთ-ერთი მობინადრე.

იმ შემთხვევაში, თუ მობინადრეს არ სურს დაცდა სახლის დასრულებამდე, შეფასდება მისი ბინის ღირებულება და გადაეცემა თანხა. ზარალი აუნაზღაურდებათ დამტვრეული ავტომანქანების მფლობელებსაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×