რეზონანსი
14.10.2021

სასამართლო პროცესებს არ ატარებენ, არჩევნების მეორე ტურამდე არ უნდათ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე პირდაპირ წარდგენა, აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხის ვალია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოიხსნას ამ პოლიტიკური ტყვეობიდან",- ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება სამართლებრივი სივრციდან გასულია.

"ყველამ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ამას მტკიცებაც არ სჭირდება. პრემიერ-მინისტრი იმუქრება, რომ თუ აქტიურობას არ შეწყვეტს, საქმეებს დავუმატებთო. იმუქრებოდა, რომ შეეძლო საქართველოდან წასულიყო და არ დავაკავებდითო, სამართლებრივ პროცედურებზე საუბარი არ არის. ყველა ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესებს არ ატარებენ, არჩევნების მეორე ტურამდე არ უნდათ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე პირდაპირ წარდგენა. აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხის ვალია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოიხსნას ამ პოლიტიკური ტყვეობიდან, მოუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ აქვს კონკრეტულ ადამიანს სიმპათია. დღეს არ არის პარტიული ღონისძიება, ყველას კარგად გვესმის, რომ ხელისუფლება გასულია სამართლებრივი სივრციდან და მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ბიძინა ივანიშვილის და პუტინის პრორუსული ხელისუფლების, საქართველოში მყოფი ხელისუფლების ტყვეობაში. ყველა ქართველის ვალია მიხეილ სააკაშვილი ამ ტყვეობიდან დავიხსნათ. სამწუხაროდ, მართლმსაჯულების პროცედურებით ამის განხორციელება დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია. მხოლოდ ხალხის ნება იქნება იმის განმაპირობებელი, რომ ხელისუფლებას გაუჩნდება პოლიტიკური გადაწყვეტილების ნება, რომ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი",- აღნიშნავს ბასილაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×