რეზონანსი
14.10.2021

თბილისის მერიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე, მირიან მეფის ქუჩიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გამსვლელ გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

"პროექტის მიხედვით, სანიაღვრე ქსელი 330 გრძივ მეტრზე ეწყობა, რაც უხვი ნალექის დროს, წყლის შეტბორვის პრობლემას მთლიანად მოხსნის.თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×