რეზონანსი
14.10.2021

როცა ხელისუფლება ასე იქცევა, როგორც წესი, ყველაფერზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ამიტომ არის ნიშანდობლივი ის სამარცხვინო ამბავი, რაც ვიხილეთ დღეს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია საპროტესტო აქციისკენ მიმავალი ავტოკოლონებისთვის გზის გადაკეტვის მცდელობას.

ბოკერიას განმარტებით, ხელისუფლებას სამოქალაქო მშვიდობა არ აინტერესებს.

„როდესაც ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ჯგუფები გზას უკეტავენ საპროტესტო აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს, თან ასეთი სიძულვილის კონტექსტით, ეს ივანიშვილის რეჟიმის პირდაპირ უტიფარ განცხადებას ნიშნავს, რომ სამოქალაქო მშვიდობა კი არ აინტერესებთ, პირიქით, ძალადობის პროვოცირება აინტერესებთ. როცა ასე იქცევა ხელისუფლება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა როგორც წესი, ეკისრება მას, ამიტომ არის ნიშანდობლივი ის სამარცხვინო ამბავი, რაც ვიხილეთ დღეს", - განაცხადა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×