რეზონანსი
14.10.2021

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ის სპეცდანაყოფების გადაადგილება შეინიშნება. დანაყოფები პარლამენტის სასახლის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის უკანა ეზოში ყვითელი ავტობუსებითა და ე.წ. პიკაპებით შევიდნენ.

სპეცდანაყოფები ავტობისით შეიყვანეს ასევე, პარლამენტის ეზოშიც. უფრო კონკრეტულად, პოლიციელებით სავსე რამდენიმე ერთეული ყვითელი ავტობუსი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში, ხოლო ერთი ავტობუსი პარლამენტის ეზოში შეიყვანეს.

სავარაუდოდ, აღნიშნული ღონისძიებები „ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ აქციას უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×