რეზონანსი
14.10.2021

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, შესაბამისმა უწყებებმა არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა იზრუნონ.

როგორც კუჭავა აღნიშნავს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს, დეპუტატებს შეუძლიათ საქმეში ჩართვა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

„აუცილებელია არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე შესაბამისმა უწყებამ იზრუნოს, პენიტენციური იქნება ეს თუ ჯანდაცვის სამინისტრო. თუ უფრო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია ამა თუ იმ პატიმრის ჯანმრთელობა, ჩაერთოს ყველა ის ბერკეტი, დაინტერესებული მხარე, ვისაც ამის სურვილი აქვს, იქნება ეს სახალხო დამცველი, თუ დეპუტატები, მათ შეუძლიათ და ვიცი, რომ ეს ფორმატი შეიქმნა კიდეც და მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით", - განაცხადა კუჭავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×