რეზონანსი
26.09.2021

გამოცემა „ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში 20 ივნისის ღამეს იხსენებს და წერს, რომ იგი პარლამენტში შეჭრის შესახებ ნიკა მელიას მოწოდების წინააღმდეგი იყო. როგორც ჩერგოლეიშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, „ტვ პირველის" ეთერში მან თქვა, რომ „პარლამენტში შევარდნა არაფერს გვაძლევს, გარდა აქციის დისკრედიტაციისა".

მისივე თქმით, ეს მასალა „ტვ პირველის" არქივში აუცილებლად იქნება.

„მელიას განცხადებას განვიხილავდით „ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში მე და ვახო სანაია, როდესაც ჩოჩქოლი დაიწყო („ტვ პირველის" არქივში აუცილებლად იქნება - მელიაზე ვსაუბრობ, რომ არ შეიძლება ისეთი მოწოდებების გაკეთება, რომლის Endgame-იც არ იცი და პარლამენტში შევარდნა არაფერს გვაძლევს, გარდა - აქციის დისკრედიტაციისა)", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქFacebook-ის გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×