რეზონანსი
26.09.2021

თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ თანამოქალაქეებს მიმართა და უთხრა, რომ პოლიტიკა მათი პასუხისმგებლობიდან იწყება და შემდეგ გადის საზოგადო მასშტაბზე. გახარიამ თქვა, რომ წარმატებული სახელმწიფო იცავს მოქალაქეებს, მათ უფლებებს, კულტურას, წარსულს და ყოველდღიურ ცხოვრებას.

"პოლიტიკა იწყება იქიდან, როდესაც შენ მზად ხარ პასუხისმგებლობა აიღო შენს ეზოზე და წესრიგზე შენს ეზოში, შემდგომ - შენს უბანში, შემდგომ - შენს ქალაქში და საბოლოო ჯამში შენს ქვეყანაში. და ჩვენ თუ დღეს არ დავკავდებით ამით, ხვალ პოლიტიკა დაკავდება ჩვენით და ჩვენ ეს აღარ მოგვეწონება. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივმართო - ჩვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს. ჩვენ ყველამ ერთად, თავისუფალი არჩევანით უნდა დავიწყოთ ცვლილებები ამ ქვეყანაში. და რასაც არ უნდა ამბობდნენ დღევანდელი ხელისუფალნი, გულის სიღრმეში მერწმუნეთ, რომ ყველაზე უფრო მათ იციან, რომ ცვლილებების დრო მოვიდა",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×