რეზონანსი
24.09.2021

უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ალაზანმა პანკისის ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემის საყრდენი წააქცია. შედეგად სოფლები - ზემო, ქვემო და შუა ხალაწანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა ნასყიდაშვილთან ერთად, პანკისის ხეობაში იმყოფებოდა და ვითარებას გაეცნო.

ირაკლი შიოშვილის განცხადებით, წყლის დონის დაკლების შემდეგ, ენერგოკომპანია აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს და სოფლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×