რეზონანსი
24.09.2021

უხვი ნალექის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მე-18 საუკუნის კესელოს ციხის გალავნის ნაწილი ჩამოინგრა.

როგორც კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი აცხადებს, უხვმა ნალექმა ასევე პრობლემები შეუქმნა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე და 57 კმ-ს. მისი ინფორმაციით, გზებზე ჩამოშლილია ქვა-ღორღი. შიოშვილის განცხადებით, ზოგიერთ ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა.

ამასთან, მისივე თქმით, გაწმენდით სამუშაოებს მას შემდეგ დაიწყებს გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანია, როდესაც მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ სპეციალისტების დასკვნა გახდება ცნობილი.

„ველოდებით, სპეციალისტებმა შეაფასონ მოცემულ მონაკვეთზე არსებული ვითარება. ასევე ვარკვევთ, რამდენი ტურისტი იმყოფება თუშეთში. მათ ჩამოყვანას ბარში ტრანსპორტით ჩვენ ვუზრუნველვყოფთ. თუ საჭიროა, ჩაერთვება ვერტმფრენიც", - განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×