რეზონანსი
24.09.2021

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რადგან მის ოფისთან მოაწყო პროვოკაცია.

„ევროკავშირის ელჩის ოფისის წინ მოხდა ეს ყველაფერი და პირველ რიგში მას აკადრა მელიამ ის, რაც გააკეთა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კარლ ჰარცელის მხრიდან მყისიერი რეაგირება ამ თემაზე, მით უმეტეს, რომ ისიცაა პასუხისმგებელი ცნობილი კრიმინალის, ნიკა მელიას გარეთ ყოფნაზე. პოლიტიკოსის საქმე არის პოლიტიკის კეთება, მაგრამ გუშინ ნიკა მელია იმსახურებდა გინებას და ამიტომ მიიღო შესაბამისი პასუხი", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×