რეზონანსი
24.09.2021

დაგვაცადეთ, ყველას და ყველაფერს მიეხედება, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა გავრცელებულ ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის აღნიშნული თემით არ ინტერესდება.

„მე საერთოდ არ ვინტერესდები, არც მაინტერესებს რა არის. დაგვაცადეთ, ყველას და ყველაფერს მიეხედება", - განუცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანაში მართლაც ხდება უკანონო მოსმენები და მიყურადება, ეს დიდი ბოროტებაა.

"თუ ასეთი ტოტალური, უკანონო მოსმენები, მიყურადება ხდება ჩვენ სახელმწიფოში, ეს არის დიდი ბოროტება. მოკლედ მინდა გითხრათ ეს", - განაცხადა მან.

კითხვაზე, რა იქნება ამ თემაზე ეკლესიის პასუხი, მეუფემ უპასუხა: „დაველოდოთ, მოვლენებს".

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პარლამენტში დაბარებას ითხოვს. მათი ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ სუს-ის უფროსმა თანამდებობა უნდა დატოვოს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არალეგიტიმურია და გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×