რეზონანსი
23.09.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ისევ მძიმე პერსპერტივას ხატავს. მისი აზრით, მეხუტე ტალღის შემთხვევაში სიკვდილიანობა მაღალი იქნება:

„დაგეგმილი რაც გვქონდა, იმის მეოთხედია აცრილი. როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, ჩვენ ისევ გვექნება მაღალი ავადობა და ძალიან მაღალი სიკვდილიანობა. ჩვენზე გაცილებით მეტია მსოფლიოს ქვეყანაში ავადობა, მაგრამ სიკვდილიანობა არის რვაჯერ, ათჯერ ნაკლები. 

სერბეთში ავადობა თითქმის ისეთია, როგორც ჩვენგან, სიკვდილიანობა გაცილებით ნაკლებია. სერბეთს მოსახლეობის ნახევარი უკვე აცრილი ჰყავს. ესაა გადამწყვეტი – ვიქნებით აცრილი – არ იქნება სიკვდილიანობა, არ ვიქნებით აცრილი, იგივე დღეები მოგველის“,- ამბობს პაატა იმნაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×