რეზონანსი
23.09.2021

ნეკრესის მიტროპოლიტი, სერგი (ჩეკურიშვილი) ლაგოდეხში, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

გარდაცვლილის სულის მოახსენიებელი პანაშვიდი სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირებმა გადაიხადეს.

დაკრძალვის ცერემონიას სინოდის წევრები, პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მეუფეს ცხედარი ტაძარში 4 დღის განმავლობაში იყო დასვენებული.

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისგან, ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 19 სექტემბერს გარდაიცვალა. მეუფე ეპარქიას 1997 წლიდან მართავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×