რეზონანსი
21.09.2021

მარნეულის მუნიციპალიტეტში 3 დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცი, დღეს ხელ-ფეხ შეკრული და სხეულზე ქვებმობმული, მდინარე ალგეთში, მკვდარი იპოვეს. „კურიერის” ინფორმაციით, დანაშაული მოკლულის და მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის წევრის ურთიერთობას უკავშირდება.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მარნეულში მცხოვრები ძმები – ოსმან ტალიბოვი და ომარ გოჯაევი დააკავეს. დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

დაკავებულ ძმებს მარნეულში კარგად იცნობენ. მათგან ერთ-ერთი, 29 წლის ოსმან ტალიბოვი, წარსულში ასევე ძალადობრივი დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

 28 წლის ჯავით ჩოვდაროვი სამარშუტო ტაქსის მძღოლი იყო და დმანისი-მარნეულის მარშუტზე მუშაობდა. ახლობლები მას სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

წყარო: რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×