რეზონანსი
21.09.2021

ოპოზიცია ერთი წლის განმავლობაში ითხოვდა რიგგარეშე არჩევნებს, ვერ მიიღეს რიგგარეშე არჩევნები, ახლა ჩამოსული არიან რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაზე - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, აჭარის მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, არჩევნებამდე პლენარული სხდომები არ იმართება და ყველაფერს თავისი დრო და წესები აქვს. „რიგგარეშე სხდომას რაც შეეხება ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი წესები, არჩევნებამდე არ იმართება ხოლმე პლენარული სხდომები, ამის რესურსი არ აქვს პარლამენტს გამომდინარე იქიდან, რომ უკლებლივ ყველა დეპუტატი ჩართულია საარჩევნო სამუშაო პროცესში. როგორც კი განახლდება პარლამენტის მუშაობა, მაშინვე შეგვიძლია ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×