რეზონანსი
21.09.2021

ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელია დაკრძალეს. შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლა ნიკა კვარაცხელიას მამამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოახერხა.

ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელია დაკრძალეს - ახლობლებმა მედიასთან დღეს შურისძიების მოტივი დაადასტურეს. მათი თქმით, არ არის გამორიცხული მომხდარი კრიმინალურ სამყაროს უკავშირდებოდეს.

"კურიერის" ინფორმაციით, სამგლოვიარო ცერემონიაზე ჩამოსვლას ახალგაზრდის მამა, ე.წ. კანონიერი ქურდი, გია კვარაცხელია გეგმავდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ მოახერხა.

ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიჭის დაკრძალვას მხოლოდ დედა დაესწრო, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა. ნიკა კვარაცხელია დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×