რეზონანსი
21.09.2021

ყველა ვალდებული ვართ, ჩვენი ქმედებები მოქმედ სამართლებრივ ნორმებს შევუსაბამოთ. სამართალს შეესაბამება თუ არა, ამას კომპეტენტური დაწესებულება დაადგენს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას თბილისსა და რეგიონში განთავსებულ წინასაარჩევნო ე.წ. „სისხლიან“ ბანერებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, თავად ასეთი ტიპის ბანერს არ გააკეთებდა, თუმცა აღნიშნა, რომ ესმის იმ ადამიანების, რომელთაც სურს, ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულება აღნიშნული ფორმით გამოხატონ.

სარჯველაძემ აღნიშნა, რომ რამდენად თავსებადია აღნიშნული მოქმედ სამართლის ნორმებსა და მოთხოვნებთან, ამას კომპეტენტური ორგანო, ცესკო დაადგენს.

„ასეთ ფონზე, როდესაც ფაქტი კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეაფასოს, პირადად მე თავს შეიკავებდა, ჩემი პირადი მოსაზრებების გაზიარებისგან, თუმცა, ერთ მხარეს არის ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება, რომელიც კონკრეტულ პიროვნებას აქვს და ჩემთვის სავსებისთ გასაგებია, რატომ შეიძლება ჰქონდეს მოტივაცია, აზრი ამ ფორმით გამოხატოს. მეორე მხრივ, არსებობს სამართლებრივი ჩარჩო ქცევის წესებისა, რომლის დაცვის მოვალეობა ყველას აქვს. მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური განწყობები, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა და პროცესის მიმართ. ყველა ვალდებული ვართ, ჩვენი ქმედებები მოქმედ სამართლებრივ ნორმებს შევუსაბამოთ. სამართალს შეესაბამება თუ არა, ამას კომპეტენტური დაწესებულება დაადგენს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×