რეზონანსი
04.08.2021

მოგეხსენებათ, 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურად გადავიდა საარჩევნო რეჟიმზე, რაც კანონმდებლობით დადგენილი არაერთი პროცედურისა და ღონისძიების განხორციელებას გულისხმობს. ამ პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა კი, როგორც ყოველთვის, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები.

„გვინდა საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, მოვუწოდოთ, დროულად გაიარონ საარჩევნო ადმინისტრაციაში (ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში) რეგისტრაცია/აკრედიტაცია.

გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად პერიოდულად იგეგმება ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში სხდომების გამართვა მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენთვის კი არსებითად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობა. ამიტომ მოგიწოდებთ - დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად. იმისათვის, რომ გქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, შეუფერხებლად შეძლოთ საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება, სხდომებზე დასწრება და გაშუქება. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე - 2 51-00-51", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×