რეზონანსი
04.08.2021

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, „დელტა" შტამის გავრცელების ფონზე, მსოფლიოს, სულ მცირე, 83 სახელმწიფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა ფიქსირდება.

მსოფლიოს მოსახლეობის, სულ მცირე, 2.6% ვირუსით დაინფიცირდა, თუმცა რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, უფრო მაღალია, ბევრ ადგილას ტესტირების შეზღუდული შესაძლებლობების გამო.

ანალიზის თანახმად, კორონავირუსის პირველი 100 მილიონი შემთხვევა ერთ წელზე მეტ პერიოდში დაფიქსირდა, ხოლო შემდეგი 100 მილიონი შემთხვევა კი ექვს თვეზე მეტ პერიოდში. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსს 4.4 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×