რეზონანსი
04.08.2021

ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია Frontera Resources Corporation, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს, თავის ყოფილ თანამშრომელს, ზაზა მამულაიშვილს და კომპანია „გრინ კაპიტალს“ საქართველოში „ფრონტერას“ ბიზნესის თაღლითური გზით მისაკუთრების მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 3 აგვისტოს „გრინ კაპიტალისა“ და ფრონტერას ყოფილი თანამშრომლის, ზაზა მამულაიშვილის მიერ გამოქვეყნდა წერილი პრესაში, რომელიც შეიცავს ყალბ პრეტენზიებს და ინფორმაციას საქართველოში „ფრონტერას“ ბიზნესთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, აღნიშნული წერილის გამოქვეყნების მიზანი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობების მხარდაჭერის მოპოვება გრინ კაპიტალისა და ზაზა მამულაიშვილის თაღლითურ ქმედებებში.

„გრინ კაპიტალი“ წარმოადგენს საეჭვო რეპუტაციის მქონე ქართულ საწარმოს, რომელიც ფრონტერას ყოფილ თანამშრომელთან, საქართველოს მოქალაქე ზაზა მამულაიშვილთან შეთანხმებულად მოქმედებს. “გრინ კაპიტალისა“ და ზაზა მამულაიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და „ფრონტერასთვის“ ზიანის მიყენებას. ეს გზავნილი ასევე ცდილობს, საქართველოს მთავრობა წარმოაჩინოს, როგორც აშშ-დან განხორციელებული უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მიმართ მტრულად განწყობილი სუბიექტი. ეს განცხადება წარმოადგენს საქართველოში „ფრონტერას“ ბიზნესში მავნებლურ ჩარევას, რასთან დაკავშირებითაც ფრონტერამ მიმართა საპასუხო ზომებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×