რეზონანსი
04.08.2021

“ბოლო წუთი: ხანძრისგან გამოწვეული პანიკა ართვინში” – ამ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ტყის ხანძარმა ართვინში, სოფლის მოსახლეობა დააზარალა და 33 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

ართვინი საქართველოს ისტორიული მიწაა, ტაო-კლარჯეთში შემავალი რაიონი.

“ხანძარი, რომელიც გაჩნდა ართვინში სოფელ იინკულერში მდებარე სახლში და გავრცელდა მიმდებარე ტერიტორიებზე, მეხანძრეებმა ჩააქრეს. 33 ხის სახლი, რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული სრულად დაიწვა.

შეტყობინების მიღების შემდეგ იუსუფელის მუნიციპალიტეტის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი და ართვინის სატყეო სამმართველოს გუნდები სოფელში ცეცხლის ჩასაქრობად გაგზავნეს .

ამ დროისთვის, ხანძრის შედეგად 33 ხის სახლი გამოუსადეგარი გახდა. საბედნიეროდ, დაშავებულები არ არიან, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიებული არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×