რეზონანსი
29.07.2021

საქართველოში კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 088 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 684 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 712 , „პისიარ“ ტესტით –17 972.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,71%, ბოლო 14 დღის – 6,73%, ბოლო შვიდი დღის – 7%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 413 626 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 379 685 გამოჯანმრთელდა, 5 768 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 450 026 ადამიანი, დღიურად აცრილია 17 133. კარანტინის რეჟიმშია 58, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 427 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 811 პირი.

გუშინ, 28 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 3 141 შემთხვევა გამოვლინდა, 1 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×