რეზონანსი
28.07.2021

„ლაშა ბექაურმა თავის ახალგაზრდობას ფრთები ტოკიოს ფინალში შეასხა“, –  ამ სიტყვებით გამოეხმაურა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 21 წლის ლაშა ბექაურის ოლიმპიურ ჩემპიონობას:

„ეს გახლდათ ფინალური ბლოკის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლა, რომელიც პირველივე წამებიდან სწრაფ რიტმში დაიწყო. როცა ბექაურმა ვაზარი მოიპოვა, ტრიპელი მიხვდა, რომ ბრძოლის შემოტრიალება რთული იქნებოდა. მას მცდელობა არ დაუკლია, მაგრამ ახალგაზრდა ქართველმა შეძლო, შორს დაეჭირა გერმანელის შეტევები და საბოლოოდ, 90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიადას ახალი ჩემპიონი ჰყავს – ახალი სახელი მსოფლიოს მწვერვალზე“.

IJF – ს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ახალი ჩემპიონის სიტყვებიც მოჰყავს – „მე ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. ცხოვრება მშვენიერია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×