რეზონანსი
08.06.2021

მიმდინარე წლის მაისში დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) რაოდენობამ კვლევების დაწყებიდან მაქსიმალურ დონეს მიაღწია. ამის შესახებ ABC აშშ-ის ოკეანესა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გასულ თვეში ატმოსფეროში მილიონზე CO2-ის 419 ნაწილაკი დაფიქსირდა. სპეციალისტების თქმით, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ, გლობალური ეკონომიკის შეჩერების მიუხედავად, ნახშირორჟანგის დონის შემცირებაზე ვერ იმოქმედა.

ჰავაიზე, მაუნა ლოას ობსერვატორიაში ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის შესწავლა და მონიტორინგი 1958 წლიდან მიმდინარეობს.

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ზრდის ძირითად მიზეზად მეცნიერები გლობალურ დათბობას ასახელებენ. კლიმატის ცვლილების პირობებში ხეებისა და მცენარეების ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირდა, რაც თავის მხრივ ტყის მასივის მიერ შეწოვილი ნახშირორჟანგის რაოდენობას ამცირებს. ეს კი ჰაერში CO2-ის შემცველობას ზრდის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×