რეზონანსი
08.06.2021

 გიორგი გახარიას მიმართ გამოთქმული ბრალდება დღეს ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა და მას მოღალატე უწოდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ყოფილი პრემიერმინისტრის გადადგომის მიზეზად ისევ "ნაციონალურ მოძრაობასა" და გახარიას შორის სავარაუდო დანაშაულებრივ ალიანსს ასახელებს.

კობახიძე საჭიროების შემთხვევაში მზადაა გამოძიებასთანაც ითანამშრომლოს.

სახელისუფლებო გუნდის ბრალდებებს "ოცნებიდან" გახარიასთან გადასულმა დეპუტატებმა უპასუხეს. პოლიტიკოსებისთვის "ოცნების" წევრების განცხადებები სამართლებრივად და მორალურად დაუსაბუთებელია.

ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირების გულწრფელობის არ სჯერათ "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტია გახარიასთან რაიმე სახის კავშირს გამორიცხავს, დესტაბილიზაციის მოწყობის შესახებ ბრალდებას კი აბსურდულს უწოდებს.

მმართველ გუნდსა და ყოფილ პრემიერს შორის არსებულ უთანხმოებას არადამაჯერებლად მიიჩნევენ სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებიც. პოლიტიკოსების აზრით, ყოფილი თანაგუნდელების პოლემიკამ ბოლო დღეებში საინფორმაციო სივრციდან რეალური პრობლემები გააქრო.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვერსიას საპარლამენტო უმრავლესობაშიც იზიარებენ. "ოცნების" ლიდერების თქმით, გახარიას მიმართ არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს. სახელისუფლებო გუნდში დღეს ისიც განმარტეს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილმა გახარიას პარტიის და "ოცნების" დამფუძნებლის თანამშრომლობის მითიც დაამსხვრია.

დაპირისპირება მმართველ გუნდსა და გახარიას შორის უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. გუშინ გამოქვეყნებულ წერილში ყოფილ პრემიერს პოლიტიკური მოღალატე უწოდა ბიძინა ივანიშვილმაც. მმართველი პარტიის დამფუძნებელმა სამომავლოდ ყოფილ პრემიერთან რაიმე სახის თანამშრომლობა გამორიცხა. მოძრაობის "საქართველოსთვის" წევრებმა კობახიძის განცხადებების საფუძველზე გამოძიების დაწყება ოფიციალურად მოითხოვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×