რეზონანსი
15.04.2021

ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და სომხეთის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

ომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სომხეთის პირველი ლედი ნუნე სარქისიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ემილ ტარასიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგიკ ღალაჩიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი, სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავიდ პაპაზიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×