რეზონანსი
15.04.2021

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ახალი სანქციების ფარგლებში ამერიკის ფინანსურ ორგანიზაციებს ეკრძალებათ პირველად ბაზარზე რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციების შეძენა, გარდა ამისა ამერიკის ტერიტორია უნდა დატოვოს 10-მა რუსმა დიპლომატმა, სანქციები დაუწესდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს ალექსეი გრომოვსა და ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის კომპანიებს. სანქციები დაუწესდა 4 საინფორმაციო საიტს, რომლებსაც ბრალად ედებათ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. 

„ბაიდენის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ის სურს რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უნდა გავაგრძელოთ ნეგატიური ტრაექტორია. თუმცა ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და საფასურს დავაკისრებთ რუსეთის მთავრობას ქმედებებისთვის, რომლებიც ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული.

დღეს ბაიდენის ადმინისტრაცია დგამს ნაბიჯებს, რათა დააკისროს საფასური რუსეთს მისი მთავრობისა და სადაზვერვო სამსახურების ქმედებებისთვის აშშ-ის სუვერენიტეტისა და ინტერესების წინააღმდეგ", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×