რეზონანსი
30.03.2021

“კომედი შოუს” მსახიობს ლაშა გაბუნიას თურქეთში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. რატომ დასჭირდა ქართველ ტელესახეს თურქეთში მკურნალობა ამის შესახებ გაბუნიამ “პრაიმამბებს” უამბო.

"მეორე ოპერაცია გავიკეთე ხერხემალზე, პირველად საქართველოში გამიკეთეს მალებზე ოპერაცია, თუმცა მოგვიანებით ისევ საოპერაციო გავხდი და რადგან სხვადასხვა ვერსიებს მეუბნებოდნენ, თურქეთში გავემგზავრე საოპერაციოდ. თიაქარი მქონდა ოთხ მალაზე და ერთი ოპერაცია ჯერ კიდევ წინ მაქვს.

ეს დაავადება არ მაწუხებდა, უცებ იჩინა თავი. ფეხბურთს ვთამაშობდი და მაშინ ამტკივდა პირველად. სასწრაფოდ ჩამიტარდა ოპერაცია. ბოლო ერთ წელიწადში ყველაფერი დამემართა, კორონაც კი მქონდა.

სამსახურში გავედი, მაგრამ როგორც წყალი მოდის ქუთაისში ისე დავდივარ ჯერ სამსახურში, ანუ გრაფიკით", - აღნიშნა გაბუნიამ.

იხილეთ სრულად : პრაიმამბები

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×