რეზონანსი
29.03.2021

პირველად ვხედავ, ადვოკატი თავგამოდებით იბრძოდეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპყრობილიდან არ გამოვიდეს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს უცნაური პროცესი, როცა ადვოკატი ცდილობს, დაცვის ქვეშ მყოფი პირი ნებისმიერ ფასად დატოვოს საპყრობილეში.

მისი თქმით, ადვოკატის განცხადების შინაარსი სპეკულაციურია.

„ეს განცხადება ნიშნავს, რომ არც ერთი ხერხით არ მოხერხდეს, ნიკა მელიას მიერ საპყრობილის დატოვება. უცნაური პროცესია, როდესაც ადვოკატი ცდილობს, ნებისმიერ ფასად დატოვოს საპყრობილეში თავისი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქე. რაც შეეხება განცხადებაში აღნიშნულ შინაარსს, თავიდან ბოლომდე ეს არის სპეკულაციური, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ბატონი მელია გადაწყვეტს, რომ გირაო გადაიხადოს, პროკურატურას საჯაროდ აქვს გაცხადებული ის შუამდგომლობა, რომლის დაკმაყოფილებასაც აპირებს. აქედან გამომდინარე, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია და მიმართული იქითკენ, რომ რაღაცნაირად შეძლონ და მელია თავისივე მხარდამჭერებმა, ადვოკატის ხელმძღვანელობით, საპყრობილეში დატოვონ.

ის გასაღები, რომლითაც კარები უნდა გააღოს მელიამ და საპყრობილიდან გამოვიდეს, მისი, ადვოკატისა და მხარდამჭერების ხელშია. ეს განცხადება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ნიკა მელია არა პოლიტპატიმარი, არამედ პოლიტიკოსია, რომელსაც რატომღაც სურს, ამ ეტაპზე იჯდეს საპყრობილეში და რაღაცნაირად მიითვისოს პოლიტპატიმრის სტატუსი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×