რეზონანსი
29.03.2021

რა სამართლებრივი პროცედურები განხორციელდება ბრალდებულ ნიკანორ მელიასა და სამართალწარმოების განმახორციელებელ პროკურატურას შორის, რა შოუს დადგამს და ინსცენირებას მოაწყობს ადვოკატი, ამაზე მე არ უნდა ვიმსჯელო და არც არის ჩემი ინტერესის საგანი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები არასერიოზულია.

„არ ვიცი რა სარჩული აქვს ამას და რა სპექტაკლის დადგმის მცდელობაა, ვერ გეტყვით. ეს არის სამართალწარმოების პროცესი, რომელთან მიმართებაშიც შეფასებას ვერ გავაკეთებ, პროკურატურა რას გააკეთებს. მელია გადაიხდის თანხას თუ არ გადაიხდის, ეს არ არის ჩემი შესაფასებელი და არც არანაირი ინტერესის საგანი. რა სამართლებრივი პროცედურები განხორციელდება ბრალდებულ ნიკანორ მელიასა და სამართალწარმოების განმახორციელებელ პროკურატურას შორის, რა შოუს დადგამს და ინსცენირებას მოაწყობს ადვოკატი, ამაზე მე არ უნდა ვიმსჯელო და არც არის ჩემი ინტერესის საგანი. ეს არის ერთი კონკრეტული ბრალდებულის, პროკურატურისა და დაცვის მხარის საქმე, თვითონ უნდა მოგვარდნენ, რა უნდათ და როგორ უნდათ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×