რეზონანსი
23.03.2021

სიშლეგემდე მისული სიხისტე დააფიქსირა “ქართულმა ოცნებამ” იმდენად, რომ ააყირავეს მოლაპარაკებების მაგიდა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “რეზიუმე” განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მზად არის მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებისთვის, რომლითაც თვალს აუხვევენ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს.

“სიმართლე, რომ გითხრათ მქონდა განცდა, რომ “ქართული ოცნება” რაღაც რაღაცებს დათმობდა, მათ შორის ამნისტიის თემას, რომელიც მოაგვარებდა პოლიტპატიმრების თემას და შემდეგ იჭიდავებდა სხვა საკითხებზე და ამით შესაძლებელია, რაღაც აზრთა სხვადასხვაობა შეეტანა ოპოზიციაში. იმდენად არაკეთილგონიერი, სიშლეგემდე მისული სიხისტე გამოიჩინა “ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომ იქამდე ვერც მივიდა საქმე, რომ ნებისმიერი სხვა რაღაც განხილულიყო. რაღაც საკითხებზე, მათ შორის, პოლიტპატიმრებზე რომ ეჩვენებინა მზაობა პრობლემების მოგვარების, შესაძლებელია, ზოგიერთ პოლიტიკოსში ან პოლიტიკურ პარტიაში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა შეეტანა, მაგრამ ამგვარი რაღაც არ მომხდარა - სიშლეგემდე მისული სიხისტე დააფიქსირა “ქართულმა ოცნებამ” იმდენად, რომ ააყირავეს მოლაპარაკებების მაგიდა და დათმობებზე საუბრის შესაძლებლობაც არ იყო. ისინი მზად არიან მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებისთვის, რომლითაც თვალს აუხვევენ საზოგადოებას და თვალს აუხვევენ საერთაშორისო პარტნიორებს და გამოძვრებიან აი ამ ხრიკით, ბიძინა ივანიშვილის ტერმინოლოგიით, რომ ვთქვათ ტრიუკით და ჩვენ ამ “ტრიუკაჩობაში” მონაწილეობის მიღება არ გვინდა”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×