
ზურაბ ყიფშიძის ოჯახს ბინიდან გამოსახლება ემუქრება და აღსრულება რამდენიმე დღეში მოხდება. როგორც მსახიობი ამბობს, მის მეუღლეს თაღლითურად მოაწერინეს ხელი ფურცლებზე და ახლა 280 ათას დოლარს ითხოვენ. ნერვიულობისგან ლელა გოცირიძეს ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. მსახიობის ამბობს, რომ მის ცოლს ოპერაციები და საავადმყოფო სჭირდება.
"გადაწყვეტილება გუშინწინ იყო მიღებული... ახლა არ ვიცი, მოლაპარაკებები თუ უშველის. გადაწყდა ისიც, რომ ეს ამბავი გავასაჯაროვოთ. ახლა ვამბობ იმას, რაც ვიცი და ვიმეორებ, რაც ყველაზე ბოლოს გავიგე. ვსაუბრობ სოციალურ უბედურებაზე, რაც ადამიანების ცხოვრებაში ყოველ ორ ნაბიჯზე გვხდება.
ვერც წარმომედგინა, რომ ასეთი მდგომარეობა ჩვენ შემთხვევაში შეიქმნებოდა. ცუდად არის ჩემი ცოლი, ოპერაციები, საავადმყოფო, ექიმები სჭირდება - ეს ნერვიულობა ჯანმრთელობაზეც დაეტყო", - განუცხადა "ამბებს" ზურა ყიფშიძემ.
წყარო: ამბები.ჯი