
ფეხბურთელ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ზოგადად მკვლელობის ფაქტს დაადასტურებს.
ბექა ნემსიწვერიძის თქმით, დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
„ჩვენი მოლოდინია, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოაცხადებს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ სასამართლომ შეიძლება მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი. არცერთი გამოკითხული მოწმე, არცერთი სხვა მტკიცებულება, არ მიუთითებს იმაზე, რომ ზოგადად მოხდა მკვლელობა. ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ ვინ ჩაიდინა მკვლელობა“, - აცხადებს ადვოკატი.