რეზონანსი
08.03.2021

საქართველოში კაცებისა და ქალების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქალებზე ფიზიკური ძალადობა ზოგჯერ გამართლებულია. ეს პრობლემაა და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემა კვლავ სერიოზულად დგას, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქალთა გაძლიერების ფორუმის გახსნისას.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებისა, კვლავ პრობლემად რჩება ის, რომ ქალები თანაბრად არ არიან წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ქალების ანაზღაურებასაც.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის სხვაობა შემცირდა, ქალები ჯერ კიდევ კაცებზე სამჯერ ნაკლებს გამოიმუშავებენ. მეტიც - ქალთა მონაწილეობა შრომის ბაზარზე დაახლოებით 20%-ით ნაკლებია, ვიდრე კაცების", - აღნიშნა ელჩმა.

დღეს, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული ქალთა გაძლიერების ფორუმი, რომელიც გაიმართა USAID-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში" მხარდაჭერით.

წელს, ქალთა გაძლიერების ფორუმი, საქართველოს პარლამენტის გენდერულ თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, ონლაინ ჩატარდა და მოიცვა ორი ძირითადი თემა: „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა" და „ქალთა შრომითი უფლებების გაძლიერება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )