
თბილისში, 5 მარტს, დილის, დაახლოებით 5 საათზე, სახლიდან 13 წლის გოგო გაიპარა. მოზარდი სრულწლოვან მეგობართან ერთად გაურკვეველ ადგილას წავიდა.შემთხვევა თბილისში, გამთენიისას მოხდა.
სრულწლოვანს კანონთან პრობლემები ჰქონდა და ის პრობაციონერი იყო. ოჯახი არასრულწლოვანს მკაცრად აკონტროლებდა, თუმცა გოგონა მაინც გაიპარა. დედას ეშინოდა, რომ მის 13 წლის ქალიშვილს სრულწლოვანი გოგო რაიმეს დაუშავებდა, ამიტომ ამბის გასაჯაროებას თავს არიდებდა”, – ამბობს წყარო.
“პრაიმტაიმი” არასრულწლოვნის დედას დაუკავშირდა, რომელმაც საუბარი ვერ შეძლო. თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ, პოლიციამ ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად გოგონები ბათუმში იპოვა. ისინი თავს კარგად გრძნობენ და ამ წუთებში ისინი სამართალდამცველებს თბილისში მოჰყავთ.
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი