რეზონანსი
07.03.2021

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გორ­ში მომ­ხდარ სა­ზა­რელ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ახალ დე­ტა­ლები ვ­რცე­ლდება. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 44 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც 13 წლის მო­ზარ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა, მსხვერ­პლის დე­დის მე­გო­ბა­რია. მო­ზარ­დის დედა ბრალ­დე­ბუ­ლის დას­ჯას არ ითხოვს.

"არ ვი­თხოვ მის დას­ჯას. არ ვჩი­ვი­ვარ და ხელს ვერც ვე­რა­ვინ მო­მა­წე­რი­ნებს. ხვალ­ვე მი­ვალ, იმ ექიმ­საც მო­ვი­ძი­ებ, ვინც პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა და უნდა ვუ­ჩივ­ლო. აქამ­დე არ ვუ­ჩივ­ლე, როცა ბავ­შვი და­ორ­სულ­და, შე­აც­დი­ნა, ბავ­შვი გაჩ­ნდა და მერე ძა­ლა­დო­ბენ და­კა­ვე­ბა­ზე. რა აზრი აქვს? გვი­ა­ნია უკვე იმ ბავ­შვს გაზ­რდა უნდა. არ მინ­დო­და, რომ პო­ლი­ცი­ა­ში და­ე­რე­კა კლი­ნი­კას" - ამ­ბობს "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში 13 წლის გო­გო­ნას დედა.

ის ადას­ტუ­რებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მისი მე­გო­ბა­რია და სახ­ლში მათ­თა­ნაც რჩე­ბო­და.

"იც­ნობ­და ჩემი შვი­ლი ბრალ­დე­ბულს. რჩე­ბო­და ხოლ­მე სახ­ლში, თუმ­ცა ჩვენს გვერ­დით არა­ფე­რი ხდე­ბო­და. მე როცა სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი, ჯერ ის მო­დი­ო­და ჩე­მამ­დე ადრე, ბავ­შვი სახ­ლში იყო ხოლ­მე და არ ვიცი რა ხდე­ბო­და... რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარს, ამ­ბობს ჩემი გოგო, რომ არ უძა­ლა­დი­აო, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მოხ­დაო. მე ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე მერე, როცა უკვე მუ­ცე­ლი და­ე­ტყო. მა­ნამ­დე სულ იმას მე­უბ­ნე­ო­და, ქა­ლიშ­ვი­ლი ვარო. არ მინ­დო­და სო­ფელ­ში ჩემს შვილს სა­ხე­ლი გამ­ტე­ხო­და. იმა­საც ვფიქ­რობ­დი, რომ ბავ­შვი რომ გაჩ­ნდე­ბა, ვი­ტყვი რომ ჩე­მი­ა­თქო" - გა­ნა­ცხა­და მო­ზარ­დის დე­დამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც გო­გო­ნა ორ­სუ­ლად იყო, თბი­ლის­ში, მათ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ბრალ­დე­ბუ­ლი მი­დი­ო­და და ღა­მეს ათევ­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
მართლი   (07.03.2021)
რაღაც ვერ გავიგე, ეს ცხოველი კაცი დედის საყვარელი იყო და შვილთანაც ჰქონდა ურთიერთობა? ამიტომ ვერ ელეოდა ეს ამაზრზენი ქალი?

მარი   (07.03.2021)
დედამ უნდა აგოს პასუხი საზიზღარი როგორ იმეტებს და ამბობს იმ კაცზე არ დავაჭერინებო ალბად გარყვნილია თორე შვილს ასე დაღუპავდა

ფუუუ რა   (07.03.2021)
ასეთი ახვარი დედა,არ გამიგია საქართველოში სხვა ცხოვრობდეს:((((

ნატო   (07.03.2021)
ფუი ამზზრენია,საქართველოში ესეთები არუნდა ხდებოდეს.

მარინა   (07.03.2021)
ის რაც ვნახე,ყველაფრის ფარდის ამხდელია.პირველ რიგში დედაც დასაპატიმრებელი.დედამ საკუთარი ცხოველური ურთიერთობის გახანგრძლივების მიზნით ,შვილი მიუგდო მასზე უფრო დიდ ცხოველს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )