რეზონანსი
06.03.2021

თავისუფლების მოედანზე ე.წ. კომენდანტის საათი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს ტრანსფარანტები წარწერებით: "თავისუფლება საშვით არ გაიცემა", "ყველას უნდა ჰქონდეს გადაადგილების უფლება", "გამომიშვი", "თავისუფლება შერჩევითი არ არის" და ა.შ. ადგილზევე გაშალეს დიდი ბანერი წარწერით: "თავისუფალი მიმოსვლა შეზღუდავია"

შეკრებილი ადამიანები ხელისუფლებისგან ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის დაუყონებლივ მოხსნას მოითხოვდნენ:

"ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს - გაუქმდეს კომენდანტის საათი, რადგან არის ძირითადი თავისუფლების შეზღუდვა. ვითხოვთ საკოორდინაციო საბჭოს გამჭვირვალე სხდომებს, იმიტომ რომ უკვე ალოგიკურია, 4 თვეა გრძელდება შეზღუდვები. ვართ შინაპატიმრობაში", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )