რეზონანსი
05.03.2021

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის" ფორმატში საუბრის დასასრულს დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა.

ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

როგორც კრიმინალური პოლიცია და საპატრულო პოლიცია, ასევე, სამაშველო და სახანძრო სამსახურები ძალიან ბევრს აკეთებენ და ძალიან ბევრს შრომობენ ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურმა დასკვნით სიტყვაში კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პოლიციის თანამშრომლებს:

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ უწყება გამართულად მუშაობდეს.

„ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. არის კითხვები, ხანდახან კრიტიკულიც, არის - პასუხები. შევეცადე, გულწრფელად მეპასუხა. რა თქმა უნდა, არის პატარა პრობლემები, რომლებზეც ვმუშაობთ.

100%-ით გამართული სამინისტრო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მინიმალური ჩავარდნები იყოს მუშაობაში. ჩვენ ვისაუბრეთ მძიმე თემებზე, თუნდაც ბავშვების, მოზარდების თემაზე, არასრულწლოვნებზე, ოჯახში ძალადობაზე, რაც ნამდვილად უმძიმესი საკითხებია, რომ არ ჩავთვალოთ სხვა კრიმინალური დანაშაულები. მაქსიმალურად ვიმუშავებთ სხვა სამინისტროებთან ერთად, თქვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, რომ ასეთი მძიმე შემთხვევები უფრო ნაკლები მოხდეს და მაქსიმალურად დროულად დავიცვათ ჩვენი ბავშვები, ჩვენი დედები, ჩვენი მეგობრები და ყველა", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )