რეზონანსი
05.03.2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროს „ფაიზერთან" ხარვეზი არასდროს ჰქონია.

როგორც მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დასაზუსტებელი იყო გარკვეული პირობები, რომლებიც დღეს შეათანხმეს.

„ფაიზერთან" ხარვეზი სამინისტროს არც არასდროს ჰქონია და „ფაიზერს" არასდროს მიუნიშნებია ამ ხარვეზის არსებობის შესახებ, ამაზე შევთანხმდეთ. საკითხი შეეხებოდა დამატებითი პირობების დაზუსტებას. დღევანდელი სატელეფონი ზარი იყო სწორედ პირობების დაზუსტებისთვის. ყველა ინფორმაცია, რომელის „ფაიზერს" სჭირდება იმისთვის, რომ ვაქცინაცია გამოუშვას, აქვს და ასევე, აქვს ის ვაქცინა, დოზების იმ რაოდენიობიოთ, რომლებიც ქვეყანამ უნდა მიიღოს", - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )